Saturday, April 16, 2011

პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: რაბათი ტოლერანტობის სიმბოლო.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პრპროექტის მონაწილენი შეისწავლიან რაბათის ისტორიას,მდებარეობას. მოიძიებენ ინფორმაციას მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნების,ტოლერანტობის,მეგობრობის,მათი ტრადიციებისა და რელიგიის შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები ყოველმხრივ შეისწავლიან რაბათის ისტორიას.
გაეცნობიან იმ ისტორიულ პირთა ბიოგრაფიას,რომელთაც ამ უბანში უცხოვრია,დაათვალიერებენ სამხარეო მუზეუმს.ისტ-ს გამოიყენებენ მიზნობრივად.
4.პროექტის მიზანები: მოსწავლეები მოიპოვებენ ცნობებს რაბათის ისტორიის შესახებ,მოაწყობენ გასვლას უბანში,გაეცნობიან მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს,სადაც
საუბარია მეგობრობაზე,სტუმართმოყვარეობაზე.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
5.მონაწილეთა ასაკი:VIIკლ. 13/14წ.
6.ვადები ხანგრძლივობა:1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს უხუცესი მოსახლეობისაგან,გამართავენ დისკუსიებს,შექმნიან ვებ-ბლოგებს,კედლის გაზეთს. გააკეთებენ ჩანახატებს,ჩანაწერებს,თავიანთი გადაღებული სურათებით დაამზადებენ სტენდს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიკრობონი, ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,
ფანქრები,სახატავი ალბომი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1.მოსწავლეებს ვაცნობ პროექტს და ვყოფ სამ ჯგუფად.ვაცნობ სამუშაოს თუ რა სამუშაო გვექნება და მივცემ პირველად სამუშაოს.
2.პროექტში ჩავრთავთ რაბათში მცხოვრებ მოსახლეობას.
3.მოტივაციის მიზნით მოაწყობენ ექსკურსიას,დაათვალიერებენ რაბათს,სამხარეო მუზეუმს.
გადაიღებენ სურათებს,აიღებენ ინტერვიუებს,გააკეთებენ ჩანახატებს და ნახატებს.
4.გამართავენ დისკუსიას,შექმნიან ვებ-ბლოგებს,კედლის გაზეთს მოძიებულ ინფორმაციას
განათავსებენ ინტერნეტში.ისტ-თან ინტეგრირებულ მასალებს გამოაქვეყნებენ ვებგვერდის
სახით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნება,
ისტორია,ლიტერატურა,ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ელზა ზედგინიძე.
12.პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  elza.zedo@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: